საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის 2025 წლის 21-26 ივლისს მართავენ ერთკვირიან მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში.  სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე,  ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, სახელმწიფოში ენათა იერარქიაზე, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.

სტუდენტთა რეგისტრაცია სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში

სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2025 წლის 16 ივლისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით:

ქართულად: https://shorturl.at/5GRJp

ინგლისურად: https://shorturl.at/X0wU7

 ან აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი ელმისამართზე:  gashol.ge@gmail.com

 

მინიმალური მოთხოვნა: ენათმეცნიერების ან სოციოლოგიის საწყისი ცოდნა.

 

სალექციო კურსები იხ. ბმულზე:

თარიღი: 22/05/2025